რუსეთმა იულია ნავალნაიას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა და მასზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა იულია ნავალნაიას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა და მასზე ძებნა გამოაცხადა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცოლს და უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Foundation-ის ხელმძღვანელს იულია ნავალნაიას.

სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და იულია ნავალნაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება "ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა".

მოსკოვის სასამართლოების პრესსამსახურის თანახმად, იულია ნავალნაია ასევე ძებნაში გამოაცხადეს. მისი პატიმრობის ვადის ათვლა რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადაციის/ქვეყანაში დაკავების მომენტიდან დაიწყება.

ბრალდების თანახმად, ალექსეი ნავალნის ცოლს 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.