ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
როგორც ცნობილია, შეთანხმება ყველა სფეროს, მათ შორის თავდაცვას, კონტრტერორიზმს, ენერგეტიკას, ფინანსებს, ტრანსპორტს, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, კულტურას, მეცნიერებას და ტექნოლოგიას მოიცავს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ შეთანხმებას ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების საფუძვლებისა და თანამშრომლობის პრინციპების შესახებ, რომელსაც 2001 წელს მოეწერა ხელი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანის იარაღის მარაგების მეოთხედზე მეტის რუსეთისთვის მიწოდებას ბიზნესმენი ჰოსეინ შამხანი უზრუნველყოფს, რომელიც ნავთობის მაგნატი და აიათოლა ხამენეის მრჩევლის შვილია.