რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით ხარკივს შეუტია, დაშავებულია 60 ადამიანი

რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით ხარკივს შეუტია, დაშავებულია 60 ადამიანი

რუსეთმა ხარკივში, მაღალსართულიან შენობაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და 60 ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

"მტრის რაკეტა მოხვდა ხარკოვის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში. ავარიულია მაღალსართულიანი შენობა. შესაძლოა ხალხი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდეს", - თქვა ტერეხოვმა.