რუსეთის თავდაცვის უწყება: ყირიმის თავზე 38 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის უწყება: ყირიმის თავზე 38 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს ღამე, დროებით ოკუპირებული ყირიმის თავზე 38 უკრაინული უპილოტო საფრენი გაანადგურეს.

"დღეს ღამე აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის მცდელობა, 38 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე", - წერია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, რუსეთის საჰაერო ძალებმა ყველა დრონი გაანადგურეს.