რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყირიმში რუსული სადესანტო გემის ნოვოჩერკასკის დაზიანებას ადასტურებს. ამის შესახებ უწყება Telegram-ზე წერს.
"დიდი სადესანტო გემი ნოვოჩერკასკი ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სარაკეტო თავდასხმისას ფეოდოსიაში დაზიანდა", - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსული სადესანტო გემი ნოვოჩერკასკი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულ სადესანტო გემს Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა. მანამდე, ოკუპირებულ ფეოდისიას მცხოვრებლებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა.