
2025 წლის 12 მაისის ღამეს, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 108 შაჰედის დრონი და სხვადასხვა ტიპის იმიტაციური უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 55 დრონის ჩამოგდება შეძლეს.
ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს Telegram-ის ოფიციალურ არხზე:
"12 მაისის დილის 8:30 საათის მონაცემებით, დადასტურებულია 55 შაჰედის ტიპის დარტყმითი დრონის (და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების) განადგურება ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილო, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში."
30 მტრული იმიტაციური დრონი ლოკაციურად დაიკარგა. რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, მიკოლაევის, დონეცკისა და ჟიტომირის ოლქები.
საჰაერო თავდასხმის აღსაკვეთად უკრაინის თავდაცვის ძალებმა გამოიყენეს ავიაცია, საზენიტო სარაკეტო დანადგარები, რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები და მობილური ცეცხლოვანი ჯგუფები.