ფინეთის მთავრობა იტყობინება, რომ რუსეთის გემმა მისი ტერიტორიული წყლები დაარღვია. მათი ცნობით, ინციდენტი პარასკევს, 26 ივლისს, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.
ფინეთის სასაზღვრო გემმა რუსეთის გემი ბადრაგით გააცილა ფინეთის ტერიტორიული წყლებიდან. პროცესი დაახლოებით შვიდ წუთი გაგრძელდა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მესაზღვრეები ინციდენტს იძიებენ და გამოძიების მიმდინარეობისას დამატებით ინფორმაციას წარმოადგენენ.
გასულ თვეში ფინეთმა განაცხადა, რომ 10 ივნისს რუსეთის ოთხმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია მისი საჰაერო სივრცე.