Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიერ კიევსა და ხარკივზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია ათობით ადამიანი.
რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევში განადგურდა ავტომობილები და დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.
2 იანვრის დილას რუსეთმა კიევსა და ხარკივზე იერიში მიიტანა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა - რამდენიმე რაიონში რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა. როგორც ცნობილია, ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის რაკეტები, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალი" გაუშვეს.