რუსეთის მასირებულ შეტევას კიევში 2 ადამიანი ემსხვერპლა, 16 დაშავდა

რუსეთის მასირებულ შეტევას კიევში 2 ადამიანი ემსხვერპლა, 16 დაშავდა

ღამით, 10 ივლისს, უკრაინის დედაქალაქი კიევი რუსეთის მასირებული შეტევის სამიზნე გახდა - ქალაქი დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს.

როგორც კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ტიმურ ტკაჩენკომ და ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურეს, რომ მთელ ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, რამდენიმე უბანში ხანძარი გაჩნდა.

სხვადასხვა უბანში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, მათ შორის 3 მძიმედ.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმისას გამოვლენილი იყო "მაღალსიჩქარიანი სამიზნეები", რაც ბალისტიკური იარაღის გამოყენებაზე მიუთითებს.