რუსეთის ხელისუფლების ცნობით, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დრონებით იერიში განხორციელდა.

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დრონებით იერიში განხორციელდა.

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, შაბათს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დრონებით იერიში განხორციელდა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქისკენ მიმავალი უპილოტო აპარატი საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა. სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა კი დაადასტურა, რომ ქალაქის პუშკინისა და კრასნოსელსკის რაიონებში სულ მცირე ორი დრონი ჩამოაგდეს.

საფრთხის გამო დროებით შეწყდა პულკოვოს აეროპორტის მუშაობა, გადაიდო ათეულობით რეისი, ხოლო რეგიონში მოსახლეობა ინტერნეტის შესაძლო შეფერხების შესახებაც გააფრთხილეს.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს ინფორმაციით, ტოსნეს რაიონში თავდაპირველად ერთი დრონი გაანადგურეს, მოგვიანებით კი იქვე კიდევ სამი, ასევე თითო - კირიშსა და გაჩინაში. მისი თქმით, რეგიონში ყველა სტრუქტურა გაძლიერებულ მზადყოფნაზეა გადასული და მოსახლეობას ურჩევენ, თავი აარიდონ ინდუსტრიულ ზონებსა და ხალხმრავალ ადგილებს.

ოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლი და სერიოზული ზიანის შემთხვევები ამ დროისთვის არ ფიქსირდება.