რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. როგორც „რადიო თავისუფლება“ იტყობინება, საქმე ეხება ელისაშვილის მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში — კერძოდ, რუსეთის მხარე მას „დაქირავებულ მებრძოლად“ განიხილავს.

გამოძიების დასრულების შემდეგ საქმე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლოს გადაეცა. ელისაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა დაუსწრებელი ბრალდება, რაც დაქირავებულის მონაწილეობას გულისხმობს შეიარაღებულ კონფლიქტში.

რუსული მხარის მტკიცებით, ელისაშვილი 2022 წლის მარტში უკრაინაში, ქართული ლეგიონის შემადგენლობაში, ირპენის ბრძოლებში მონაწილეობდა. ერთი თვის შემდეგ კი ქვეყანა დატოვა და საქართველოში დაბრუნდა. ე.წ. სასამართლომ მას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.