რუსეთი სომხეთს მოუწოდებს, ქვეყანაში რუსების არშეშვების "მანკიერი პრაქტიკა" შეწყვიტოს

რუსეთი სომხეთს მოუწოდებს, ქვეყანაში რუსების არშეშვების "მანკიერი პრაქტიკა" შეწყვიტოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა სომხეთს მოუწოდებს, ქვეყანაში რუსების არშეშვების "მანკიერი პრაქტიკა" შეწყვიტოს.

მისი თქმით, რუსეთი "არამეგობრულ ნაბიჯად" მიიჩნევს სომხეთში რუსეთის მოქალაქეების შესვლის აკრძალვას.

"რუსეთის მოქალაქეებისთვის სომხეთში შესვლის აკრძალვა ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების მოკავშირეობრივ ხასიათს ეწინააღმდეგება... ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ჩვენს სომეხ პარტნიორებს, შეწყვიტონ ეს მანკიერი პრაქტიკა", - თქვა ბრიფინგზე ზახაროვამ.

მისი თქმით, ეს საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა მაისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სომხეთში ვიზიტის დროს განიხილეს.

"სომხურ მხარეს [საკითხის მოსაგვარებლად] კონკრეტული ნაბიჯები შესთავაზეს, ამიტომ ერევნის რეაგირებას ველოდებით", - განაცხადა ზახაროვამ.

მედიის თანახმად, ბოლო დროს სომხეთში შესვლა უარი უთხრეს რუსეთის არა ერთ მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს.