რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. შესაბამისი განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა იზვესტიასტან ინტერვიუში გააკეთა.
ბჟანიას თქმით, რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის ე.წ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".
ამავე ინტერვიუში ბჟანიამ ისევ შეაქო ქართული ოცნება და მის პოლიტიკას პრაგმატული უწოდა.
"საქართველოს მოქმედი ხელისუფება, ვგულისხმობ პრემიერმინისტრს და მის გუნდს, და არა პრეზიდენტს - ისინი პრაგმატული ადამიანები არიან", - განაცხადა ასლან ბჟანიამ.