
28 მარტის საღამოს რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნიპროს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაცია დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა, სერგეი ლისაკმა გაავრცელა.
"დნიპრში აფეთქებები ისმის. უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის გამო რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, საცხოვრებელ სექტორში არის დაზიანებები. ყველა ინფორმაცია ზუსტდება", - თქვა ლისაკმა.
დრონებით შეტევისას რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა. ცეცხლი კერძო საცხოვრებელ სახლებს, ავტოფარეხებს, სერვის სადგურებსა, სასტუმრო-რესტორნის კომპლექსს გაუჩნდა.
მისივე თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოლქის გუბერნატორის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული 27 წლის ორსული ქალია. ასევე, დაშავებულებიდან ორი 69 წლის კაცი და ქალი არიან, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან.