რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ნავს, რომელშიც ევაკუირებული მოქალაქეები იყვნენ, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ნავს, რომელშიც ევაკუირებული მოქალაქეები იყვნენ, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ნავს, რომელშიც ხერსონიდან ევაკუირებული მოქალაქეები ისხდნენ, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი და ხერსონის ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებენ.

"რუსეთის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა ნავს, რომელშიც ხერსონის მარცხენა სანაპიროდან ევაკუირებული მოქალაქეები ისხდნენ. ისინი მოქალაქეებს ზურგში ესროდნენ. დაშავებულებს შორის სამართალდამცველებიც არიან. როცა რუსებმა დაიწყეს სროლა, 74 წლის კაცმა სხვა მოქალაქე გადაარჩინა, ხოლო მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა", - თქვა პროკუდინმა.

ეროვნული გვარდიის ინფორმაციით, ხერსონის მარცხენა სანაპიროდან 21 მოქალაქის ევაკუაცია შეძლეს.

"21 ადამიანის გადარჩენა შევძელით ოკუპირებული ტერიტორიიდან პრაქტიკულად ყველა მათგანი ასაკოვანია. საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ეს დიდი რისკი იყო, თუმცა ვერ დავტოვებდით ადამიანებს ასე. შედეგად მივიღეთ სროლა ზურგში და 3 გარდაცვლილი მოქალაქე", - წერია ეროვნული გვარდიის განცხადებაში.

***

6 ივნისს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

ამავე თემაზე: