რუსებმა ოდესაში, სავარაუდოდ, აკრძალული რაკეტა გამოიყენეს - არის მსხვერპლი

რუსებმა ოდესაში, სავარაუდოდ, აკრძალული რაკეტა გამოიყენეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულია ცოლ-ქმარი, ხოლო 65 წლის დაშავებული ქალი კლინიკაში საშუალო სიმძიმის ტრავმებით გადაიყვანეს.

წინასწარი მონაცემებით, რაკეტა, რომელიც რუსებმა გამოიყენეს, აღჭურვილი იყო კასეტური ქობინით, რაც საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია.

სარაკეტო თავდასხმის დროს დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.