
5 მარტს, საღამოს საათებში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრივი-რიჰი რაკეტებით დაბომბეს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები.
ინფორმაცია საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა სერგეი ლისაკმა გაავრცელა და თქვა, რომ თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მისივე თქმით, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაიწვა ერთ-ერთი სასტუმრო, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.