
დონეცკის ოლქის პროკურატურის ცნობით, 27 აპრილს დილით, რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქში, კონსტიანტინოვკაზე 3 საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 4 დაშავდა.
დაახლოებით დილის 11 საათზე დარტყმის დროს, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ უბანზე FAB-250 ტიპის ბომბები ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 21 სახლი დაზიანდა.
დაღუპულებს შორის არიან 47 და 48 წლის დაქორწინებული წყვილი, ასევე 78 წლის მამაკაცი - დაშავდა ორი, 67 და 73 წლის ქალი და ორი, 77 და 83 წლის მამაკაცი.