რუსებმა დონეცკის ოლქზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანეს - დაიღუპა 8 ადამიანი

რუსებმა დონეცკის ოლქზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანეს - დაიღუპა 8 ადამიანი

რუსებმა დონეცკის ოლცის დასახლებებზე, როდინსკესა და კოსტიანტინოვკა დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

თავდასხმას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"დღეს, 10:00 საათზე, რუსულმა ძალებმა კვლავ დაბომბეს როდინსკე. ამჯერად, მათ სამოქალაქო პირების მანქანები FPV დრონის გამოყენებით დაბომბეს. ერთ მანქანას, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა. ორივე ადგილზე გარდაიცვალა. მეორე მანქანას ავტოსაგზაო შემთხვევა განიცადა, რის შედეგადაც მძღოლი და ორი მგზავრი დაიღუპნენ", - წერია დონეცკის ოლქის პროკურატურის განცხადებაში.