რუსების თავდასხმას მიკოლაევზე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 24 დაშავდა

რუსების თავდასხმას მიკოლაევზე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 24 დაშავდა

მიკოლაევზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდაპირველად ცნობილი იყო 3 დაღუპულის შესახებ - 13 წლის ბიჭი, ასევე 53 და 63 წლის ქალები, მოგვიანებით გარდაიცვალა კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებული კაცი. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავდა 24 ადამიანი ადამიანი - მათ შორის 4 ბავშვია. დაშავებულების ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

რუსები მიკოლაევს თავს გუშინ დაესხნენ. სარაკეტო იერიში საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანეს, რის შედეგადაც 19 შენობა დაზიანდა, ასევე დაინგრა საბავშვო ბაღი.