რუსების იერიშს დონეცკზე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსების იერიშს დონეცკზე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

6 იანვარს ოკუპანტების სარაკეტო იერიშს დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონზე ჯამში 11 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის 5 ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.

"რუსებმა იერიში S-300 ტიპის რაკეტებით მიიტანეს. შედეგად დაიღუპა 11 (5 ბავშვი), ხოლო დაშავდა 8 ადამიანი. შეტევის ძირითადი სამიზნე ქალაქები - პოკროვსკი და რივნე იყო", - წერს ფილაშკინი სოციალურ ქსელში.

მანამდე, ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პოკროვსკის რაიონი, რუსების მხრიდან, მასირებული შეტევის სამიზნე იყო და ასევე მიმდინარეობდა შენობების ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები, სადაც, დიდი ალბათობით, ადამიანები იყვნენ მოყოლილნი.