ადვოკატის თქმით, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო

ადვოკატის თქმით, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო

ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თანახმად, პროევროპული აქციების მონაწილის, ექიმ გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო.

ადვოკატის თქმით, განაჩენის გადადების მიზეზად - მოსამართლის სათათბიროდ გასვლა დაუსახელეს. მისივე თქმით, თარიღს მოგვიანებით აცნობებენ.

განაჩენი ხვალ, 28 ივლისს, 10:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.

2024 წლის 7 დეკემბერს გიორგი ახობაძე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ის პოლიციამ დააკავა.

გიორგი ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

გიორგი ახობაძის ადვოკატი აცხადებდა, რომ მის მიმართ განჩინება და დაკავების ოქმი უკანონოა და საქმეში არ არსებობს ვიდეომტკიცებულება.