
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრა პოლონეთის საჰაერო სივრცეში კრემლის მიერ განზრახ განხორციელებული პროვოკაცია იყო.
მან ასევე აღიარა, რომ NATO-ს საჰაერო თავდაცვამ რეაგირება მოახდინა, თუმცა არა იმდენად ეფექტურად, რომ თავიდან აეცილებინა ასეთი ფართომასშტაბიანი სასაზღვრო ზონის დარღვევა.
Politico-სთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ეს ინციდენტი რუსული პროვოკაციების მორიგი ეტაპია, რომელიც თვეების განმავლობაში ფიქსირდებოდა ბალტიისპირეთის რეგიონსა და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე.
მერცმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საჰაერო თავდაცვის სისტემის მდგომარეობაზე. მისი თქმით, ინციდენტმა აჩვენა, რომ NATO-ს საჰაერო თავდაცვა ევროპაში სერიოზულ გაუმჯობესებას საჭიროებს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ევროპული საჰაერო თავდაცვა, NATO-ს საჰაერო თავდაცვა, მართლაც მუშაობდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ისე კარგად, როგორც საჭიროა. ამდენი უპილოტო საფრენი აპარატის პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესვლა თავიდან დროულად ყოფილიყო აცილებული,“ - განაცხადა მან.
მისი აზრით, ეს სერიოზული სიგნალია მოკავშირეებისთვის და საფუძველი უნდა გახდეს სიღრმისეული განხილვისთვის როგორც ალიანსის, ისე ევროკავშირის ფარგლებში.
"ჩვენ მზად ვართ და კვლავაც მტკიცედ გავაგრძელებთ ნატოს ევროპული ნაწილის თავდაცვითი მზადყოფნისა და შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაზრდა,“ - დასძინა მერცმა.