
ვაშინგტონში მომუშავე აზერბაიჯანელ-ამერიკელი ჟურნალისტის ალექს რაუფოღლუს თანახმად, აშშ-ის სამი სენატორი - მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენდ პოლი, რომლებიც MEGOBARI Act-ს აფერხებენ, ლობისტებმა შეიყვანეს შეცდომაში.
კერძოდ, ალექს რაუფოღლუ X-ზე წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ლობისტების მტკიცებით, MEGOBARI Act "მთელ ერს ასანქცირებს".
"წყაროები მეუბნებიან, რომ სამივე სენატორი შეცდომაში შეიყვანეს ლობისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ MEGOBARI აქტი "მთელ ერს ასანქცირებს". ეს არასწორია", - წერს ალექს რაუფოღლუ.
UPDATE! ... Sources tell me that all three Senators have been misinformed by lobbying groups claiming that The MEGOBARI Act "sanctions the whole nation". WRONG! #StandWithGeorgianPEOPLE https://t.co/2hcVgWLFiv
რამდენიმე დღის წინ ალექს რაუფოღლუმ X-ზე დაწერა, რომ MEGOBARI Act-ის საკითხს სამი სენატორი აფერხებს.
"MEGOBARI Act-ს, ორპარტიულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც პუტინის პაიკებს სანქციებს უწესებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, აჭიანურებენ სენატორები: მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენდ პოლი. ჩემი ერთადერთი კითხვაა - რატომ?", - წერდა ალექს რაუფოღლუ.
Netgazeti-ს თანახმად, საუბარია სენატის გადატვირთული კალენდრის პირობებში კანონპროექტის დაჩქარებულად მიღებაზე, რასაც ერთსულოვნება სჭირდება და არა - საერთოდ დაბლოკვაზე, რისი შესაძლებლობაც მხოლოდ სამ დეპუტატს არ აქვს.
***
MEGOBARI Act პირდაპირ მიმართულია საქართველოს მოსახლეობის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისკენ და პასუხობს იმ მზარდ შეშფოთებას, რომელიც უკავშირდება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას და რუსეთის გავლენების გაძლიერებას.
დოკუმენტი მოიცავს მოთხოვნას, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ შეაფასოს ქართული დემოკრატიის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს სანქცირების გეგმა მმართველი ელიტისა და მათი უცხოელი კავშირების მიმართ.
10 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ორპარტიული MEGOBARI Act [S.868] რამდენიმე პუნქტს მოიცავს:
თავდაპირველად, MEGOBARI Act ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 2024 წლის მაისში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა შემოიღო.