
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე, დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა მხარემ გაავრცელა, თუმცა, მოგვიანებით ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაადასტურა.
სახელმწიფო დეპრტამენტის თანახმად, მხარეებმა 15 აგვისტოს ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს.
რუსული და ამერიკული მხარეც აცხადებს, რომ როგორც აშშ-მა, ასევე მოსკოვმა ღონისძიების წარმატებით ჩატარების სურვილი დაადასტურეს.
15 აგვისტოს ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრამდე, POLITICO-ს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამიტზე გაესაურება.