
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანამა, მარკო რუბიომ 28 თებერვალს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში უკრაინისა და აშშ-ს მხარეებს შორის მწვავე კამათის შესახებ თქვა, რომ ზელენსკიმ "ბოდიში უნდა მოიხადოს მათი დროის გაფლანგვისთვის".
ამასთან, რუბიომ განაცხადა, რომ ზელენსკი ომის პატიმრებსა და ბავშვების მდგომარეობაზე საუბრობს, რაც მართალია, ცუდია და ეს უნდა დასრულდეს.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს პრესკონფერენციის ფიასკოდ ქცევაში. არ არსებობდა არანაირი საჭიროება, რომ ის იქ წასულიყო და ანტაგონისტი გამხდარიყო. [..]
ათასობით ადამიანია დაღუპული, ათასობით. ის ლაპარაკობს ამ საზარელი რაღაცების შესახებ, რაც ომის პატიმრებსა და ბავშვებს დაემართათ. ყველაფერი მართალია, ყველაფერი ცუდია, მაგრამ ეს არის რასთანაც ჩვენ საქმე გვაქვს. ეს უნდა დამთავრდეს. ჩვენ ვცდილობთ, დასასრულს მივიყვანოთ ის", - თქვა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ამერიკას აქვს გზა, რომლითაც ომი დასრულდება და ეს არის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა.
რუბიო მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს შეთანხმებების დადება გამოსდის და ამას მთელი ცხოვრება აკეთებს.
ამასთან, რუბიო ამბობს, რომ , "იქნებ, ზელენსკის არც სურს სამშვიდობო შეთანხმება".
"გზა, რომლითაც ეს დასასრულთან შეგვიძლია მივიყვანოთ, არის, რომ რუსეთი მაგიდასთან მოვიყვანოთ და დაველაპარაკოთ და მას ეს ესმის. პუტინზე პერსონალური თავდასხმა, მიუხედავად იმისა, თუ რა პირადი დამოკიდებულება შეიძლება გქონდეს მის მიმართ და პრეზიდენტის იძულება, დაიჭიროს პოზიცია და ისიც თავს დაესხას პუტინს, დაუძახოს მას სახელები, წამოაყენოს მაქსიმალისტური მოთხოვნები, რომ რეკონსტრუქციისთვის რუსეთმა გადაიხადოს, ნებისმიერი რამ, რაზე მოლაპარაკებების დროს განვიხილავთ, როდესაც ამაზე აგრესიულად იწყებ ლაპარაკს. პრეზიდენტ ტრამპს შეთანხმებების დადება კარგად გამოსდის, ეს ამას მთელი ცხოვრებაა, აკეთებს. ვერ მოიყვან მაგიდასთან ადამიანებს.
შემდეგ შეიძლება იფიქრო, რომ, იქნებ, ზელენსკის არც სურს სამშვიდობო შეთანხმება. ის ამბობს, რომ მას ეს სურს, მაგრამ, იქნებ, არც სურს. მშვიდობის მოტანის ძალისხმევის ეს აქტიური და ღიად ძირგამომთხრელი ქმედებები ყველასთვის იმედგაცრუების მომტანია, ვინც მათთან კომუნიკაციაში დღემდეა ჩართული.
ვფიქრობ, მან ბოდიში უნდა მოიხადოს ჩვენი დროის გაფლანგვისთვის იმ შეხვედრისთვის, რომელიც ასე დასრულდა", - თქვა მარკო რუბიომ.
***
გუშინ, 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ და პრესკონფერენციის დროს, როცა მხარეები რუსეთ-უკრაინის ომის საკითხს განიხილავდნენ, სიტუაცია დაიძაბა.
პრეზიდენტებს შორის სიტყვიერი შეკამათება ჯეი დი ვენსის კომენტარმა გამოიწვია, რომ "ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის გზა არის დიპლომატია და ამ გზას მიჰყვება ტრამპი".
"ომის პრობლემებს ახლა ვერ გრძნობთ, რადგან შუაში ლამაზი ოკეანეა, თუმცა იგრძნობთ", -ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს.
ამის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა.