
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა ძალიან მალე გაფორმდეს.
როგორც Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ წერს, რუბიომ განაცხადა:
„იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.“
სახელმწიფო მდივნის ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა ბაქოსა და ერევანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.