როთი: მომავალ კვირას საქართველოში ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს მოუთმენლად ველი

მომავალ კვირას საქართველოში ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს მოუთმენლად ველი. მსურს ყველა თავდადებულ ევროპელსა და თავისუფლებისთვის მებრძოლებს მხარი დავუჭირო და გერმანელი პოლიტიკოსის რანგში ჩემს მეგობრებს დავემშვიდობო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საპარლამენტო მანდატი მალე იწურება, მე ევროკავშირის გულში თავისუფალი საქართველოს მიმართ ერთგულებას გავაგრძელებ.

წერს X-ზე ბუნდესტაგის (გერმანიის პარლამენტის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი.