რომში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი კით კელონგს შეხვდა

რომში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი კით კელონგს შეხვდა

იტალიაში უკრაინისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე დასასწრებად ჩასული ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ კით კელონგს შეხვდა.

უკრაინული მედია წერს, რომ შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

შეხვედრას ასევე ესწრებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისისი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და მისი მოადგილე პაველ პალისა.

კით კელონგთან შეხვედრამდე, ვოლოდიმირ ზელენსკის რომის პაპმა ლეო XIV-მ მის საზაფხულო რეზიდენციაში უმასპინძლა.

ვატიკანის განცხადების თანახმად, შეხვედრის დროს პაპმა ლეო XIV-მ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში ჩატარების შეთავაზება გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან.

10-11 ივლისს რომში უკრაინის აღდგენის რიგით მეოთხე კონფერენცია გაიმართება, რომელსაც უკრაინა და იტალია ერთობლივად ჩაატარებენ. ცნობილია, რომ კონფერენციას დაესწრებიან - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი.