საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თქვენს აღმატებულებას ვუგზავნი ჩემს მილოცვასა და მხურვალე სურვილს თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და გულების გაერთიანებისთვის, განსაცდელის დროს.
ვევედრები უფალს, რომ თქვენი ერი, რომელიც საზრდოობს ევანგელური ფასეულობებით, დარჩეს სანიმუშო და მგრძნობიარე ყველაზე ღარიბთა ტანჯვის მიმართ და შეძლოს რეაგირება მოახდინოს ქველმოქმედებით.
ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა გიორგის შუამდგომლობით, თქვენს თანამოქალაქეებს მიანიჭოს უსაფრთხოდ და მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა.
ვუძღვნი ღვთიურ კურთხევას თქვენს აღმატებულებას, ყველა საჯარო მოხელესა და მთელს ქართველ ერს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პაპი ფრანცისკეს წერილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.