როდის მოინახულებს ომბუდსმენის კონსილიუმი სააკაშვილს?

როდის მოინახულებს ომბუდსმენის კონსილიუმი სააკაშვილს?

აჭიანურებს თუ არა ახალი სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის გაგზავნას. ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა ექიმთა ჯგუფი პაციენტის მოსანახულებლად. სააკაშვილმა დაწერა, რომ მდგომარეობა მძიმდება და მოუწოდა იოსელიანს, ხელი შეუწყოს კონსილიუმის შესვლას. ომბუდსმენის თქმით კი, ის თავად ელოდება ექიმების სურვილს. არადა ექიმები მზად არიან. აქამდე არსებული პრაქტიკით, გადაწყვეტილებას, პაციენტის საჭიროების გათვალისწინებით, სწორედ სახალხო დამცველი იღებდა. ურთიერთგამომრიცხავია ცნობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებაც, წონის თაობაზე ოჯახი და კლინიკა სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს.