აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რობერტ კენედი უმცროსმა არიზონაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კამპანიას წყვეტს და მხარს დონალდ ტრამპს უჭერს.
"გულის სიღრმეში აღარ მჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვების რეალისტური შანსი მაქვს", - განაცხადა კენედიმ.
მისი თქმით, 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დონალდ ტრამპს დაუჭერს და ამას სამი მიზეზი აქვს: სიტყვის თავისუფლება, ომი უკრაინაში და შვილების წინააღმდეგ ომი.
ამასთან, მისი აზრით, სამართლიან სისტემაში არჩევნებს მოიგებდა.
"ჩვენი გამოკითხვები მუდმივად აჩვენებდა, რომ იმ შტატებში, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს, თუ საარჩევნო ბიულეტენზე დავრჩები, არჩევნებში გამარჯვებას დემოკრატებს გადავცემ, რომელთაც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში არ ვეთანხმები - ცენზურის, ომისა და ქრონიკული დაავადებების შესახებ", - აღნიშნა რობერტ კენედი უმცროსმა.