რკინიგზა: მეწყრის გამო, რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძლებენ მოძრაობას

რკინიგზა: მეწყრის გამო, რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძლებენ მოძრაობას

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექის გამო, კერძოდ, მოლითში ჩამოწოლილი მეწყრის გამო რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას.

რკინიგზის ცნობით, ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.

"აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე", - აცხადებენ რკინიგზაში.