რიში სუნაკი: უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია

რიში სუნაკი: უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რიში სუნაკის განცხადებით, უკრაინის "კანონიერი ადგილი" NATO-შია.

როგორც სუნაკმა მოლდოვაში გამართული სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას ევროპელ ლიდერებთან "ძალიან პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა", როგორც არალეგალურ მიგრაციაზე, ისე იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ევროპა უკრაინასა და მოლდოვას, რათა ეს ქვეყნები რუსეთის აგრესიას "წინ აღუდგენ".

"ვეთანხმები NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ალიანშია. ის რაზეც რაზეც ახლა უკრაინას ვესაუბრებით, არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო მხარდაჭერა წარმატებული კონტრშეტევისთვის", - თქვა სუნაკმა.