რიში: აშშ გააგრძელებს ხალხის მხარდაჭერას, მაგრამ მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს ამით

რიში: აშშ გააგრძელებს ხალხის მხარდაჭერას, მაგრამ მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს ამით
ჯიმ რიში 29.05.24 02:06

ამ ქმედებით, საქართველოს მთავრობამ მტკიცე ნაბიჯი გადადგა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აშენების საპირისპიროდ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით

წერს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში X-ზე და ქართული ოცნების მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.