ივანიშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ახალი რეპრესიული ფუნქცია დააკისრა. ხელისუფლების მიერ მართული სამსახური სამოქალაქო სექტორის შევიწროებას იწყებს. პრემიერის კონტროლირებული რაჟდენ კუპრაშვილი ფინანსურ ანგარიშებს მოითხოვს. ის ორგანიზაციები, რომლებიც ევროპული არჩევანის იდეას იცავენ, ბიურომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა. ამ ეტაპზე სამიზნე გახდნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპა - მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები.