ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი დადებითად აფასებს ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან დაყენებულ საკითხს, რომ საქართველოსა და მოლდოვაში ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.
ამ საკითხზე დღეს Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია. გამოცემა წერს, რომ რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს საქართველოსა და მოლდოვაში "დესტაბილიზაციის მცდელობებში" მონაწილე ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს.
ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით ეს პირველი რეალური წინ გადადგმული ნაბიჯია პრობლემების მოსაგვარებლად, "რომლებსაც ქმნის საქართველოს მთავრობა და ქართული ოცნება".
"ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და სერიოზული ინფორმაციაა, რადგან მნიშვნელოვანია სანქციები ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც წინაღობას უქმნიან საქართველოს, რომ მიაღწიოს კარგ პროგრესსა და ევროკავშირში ინტეგრაციას. ასევე, ოლიგარქების წინააღმდეგ მოლდოვაში, რომლებიც პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას ახდენენ. სანქციები უნდა იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი ქართველი ხალხის სურვილისა და ინტერესების დასაცავად, ისევე როგორც მოლდოვაში. მნიშვნელოვანია ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წამოაყენეს ეს ინიციატივა გარკვეული სანქციების დაწესების განხილვასთან დაკავშირებით.
ასე მუშაობს სანქციების მექანიზმი ევროკავშირში - რამდენიმე ქვეყანამ უნდა მოამზადოს დასასანქცირებელი ადამიანების დოსიე და ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას უნდა დაეხმაროს. ეს პირველი რეალური წინ გადადგმული ნაბიჯია პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებსაც ქმნის საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია, რომლებიც სრულად არიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული"- თქვა კუბილიუსმა.