ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.