გორის საკრებულოს თავმჯდომარე: [რუსები გორში] მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ, მადლობა ღმერთს

ეს ყველაფერი [აგვისტოს ომი] მიშას ბრალი იყო. ის შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე. ეს მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ მრავალი პრობლემიდან, რომელიც მან გამოიწვია.

ისინი [რუსები] აქ [გორში] მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ მოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. თუ დაიჯერებთ, მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს. რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამდენ ზიანს მიაყენებდნენ.

ამბობს The New York Times-თან ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.