
სტრატეგია აღმაშენებელი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აგრძელებენ "ბრძოლას პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!".
განცხადებაში ნათქვამია, რომ "დღესაც, ხვალაც და ვიდრე საჭირო იქნება იქნებიან რეჟიმთან წინააღმდეგობაში სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს!".
"მადლობა იმ გულწრფელ ასიათასობით მოქალაქეს, ვინც გუშინ ქვეყნის დასაცავად იდგა!
რეპრესიებისა და პოლიტიკურ პატიმართა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, თქვენი შეგნებული, ურყევი პროტესტი გვაძლევს ძალას და არ შეგვიძლია უკან დავიხიოთ, არ შევჩერდებით და არ დავნებდებით. დღესაც, ხვალაც და ვიდრე საჭირო იქნება ვიქნებით რეჟიმთან წინააღმდეგობაში სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს!
მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთი მებრძოლი, პაატა მანჯგალაძე უკანონოდ დაატყვევა უნდა იცოდნენ, რომ ვერანაირი რეპრესიები და ძალადობა ვერ შეაჩერებს საქართველოს გათავისუფებისთვის აგორებულ უზარმაზარ ეროვნულ ტალღას.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!
ერთად ვიბრძვით და ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას!
ძალა ერთობაშია", - ვკითხულობთ განცხადებაში.