
არჩევნები არ შედგა!
მორიგ კრიტიკულ მომენტში ქართველმა ხალხმა ყველას დაანახა, სად არის სიმართლე და სად არის სიცრუეც, სად სავსე თბილისის ქუჩები და სად ცარიელი ეგრეთწოდებული საარჩევნო უბნები. არალეგიტიმურების რიცხვს კალაძეც შეემატა.
სოლიდარობა ახალ პოლიტპატიმრებს!
პროტესტის დისკრედიტაცია არ გამოვა, კრიმინალური ბანდის მხრიდან.
რაც შეეხება პროტესტს და ბრძოლის გაგრძელებას. როდესაც რთული მომენტი დგება ან უკმაყოფილოები ვართ ან ვბრაზდებით და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილები დამნაშავეს ვეძებთ, გაკვეთილები გამოგვაქვს და ვაგრძელებთ ბრძოლას. სასოწარკვეთა გვასუსტებს.
პროტესტს არ ჰყავს უფროსი არცერთი ცალკე აღებული ადამიანი ან პარტია, პროტესტი არის სახალხო.
თუმცა, პოლიტიკოსებს გვაქვს პასუხისმგებლობა და ფუნქცია - რა უნდა ვქნათ:
1. მოქალაქეების და აქტივისტების მხარდაჭერა და დაცვა.
2. ართანამშრომლობა
3. საგარეო ფლანგზე მუშაობა
4. პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა
ამ ტიპის ბრძოლაში არასწორია „ან დღეს ან არასდროს“, სწორია -„დღესაც, ხვალაც... ბოლომდე!“გამძლეობით და თანმიმდევრულობით შედეგი დგება და საბოლოოდაც დადგება.
ვიყუროთ წინ, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!
ჩვენი გამძლეობა არა წარმატებიდან წარუმატებლობამდე სიარულშია, არამედ წაბორძიკების შემდეგ ადგომაში და ბრძოლის გაგრძელებაში! ბოლომდე.
წერს პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.