
2008 წლის ომიდან 17 წლის შემდეგ პირველად ამერიკის შეერთებული შტატები არ შეუერთდა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხელს აწერენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და დიდი ბრიტანეთი.
განცხადებაში მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ნათქვამია, რომ 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრამ მეზობლების მიმართ მისი უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი აჩვენა, ამ გზას კი იგი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აგრძელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.