რაუფოღლუ: სენატი MEGOBARI ACT-ს 27 მარტს განიხილავს

რაუფოღლუ: სენატი MEGOBARI ACT-ს 27 მარტს განიხილავს

ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ცნობით, ამერიკის შეერთბული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI ACT-ს 27 მარტს განიხილავს.

MEGOBARI ACT-ი 11 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა გადაიდო.

"კანონპროექტის სენატის ვერსია ამ კვირის დასაწყისში წარადგინეს.

ის მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს, რომ დააწესოს სანქციები ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ", - აცხადებს ჟურნალისტი.