რაუფოღლუ: MEGOBARI Act-ს დიდი ალბათობით მიიღებენ, ამას კონგრესში წყაროები მეუბნებიან

რაუფოღლუ: MEGOBARI Act-ს დიდი ალბათობით მიიღებენ, ამას კონგრესში წყაროები მეუბნებიან

ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, MEGOBARI Act-ს "დიდი ალბათობით მიიღებენ".

როგორც ჟურნალისტი წერს, კომიტეტის სრული კენჭისყრა დღეს არის მოსალოდნელი.

"საქართველოს მისამართით სანქციების შესახებ კანონპროექტი (ასევე ცნობილი როგორც MEGOBARI Act) წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე კარგად წარდგა. კომიტეტის სრული კენჭისყრა დღეს არის მოსალოდნელი. "დიდი ალბათობით კომიტეტი მას მიიღებს", - ამას კონგრესში არსებული წყაროები მიდასტურებენ", - წერს რაუფოღლუ.

***

ამერიკელი კონგრესმენის ჯონ უილსონის კანონპროექტი, MEGOBARI Act აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.

რა წერია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI ACT-ში - ძირითადი პუნქტები