მე იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მედიასაშუალებების საშუალებით საჯაროდ გაცხადდა. მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, აშშ რის გაკეთებას ცდილობს, მაგრამ შეტყობინება, რომელსაც ავრცელებს არის ცალსახა და სწორი - ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებისკენ მიიწევენ სწორედ და ამას მოჰყვება მეტი სანქციები. მე ვფიქრობ, ისინი აკეთებენ ამას იმიტომ, რომ ჩემი აზრით, გულახდილად რომ ვთქვა, არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ის პრემიერი იყო, როცა გაიმარჯვა არჩევნებში და ვიცით, რომ ის ქართული ოცნების დამფუძნებელია, აფინანსებს პარტიას, ის არასდროს ყოფილა პროევროპელი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვისმენ მის განცხადებებს, უფრო და უფრო მესმის, რომ მას ჰქონდა მიზანი და იმედი, რომ საქართველო არ იქცეოდა ევროკავშირის წევრად არასდროს, იმიტომ რომ ეს არ შედის მის ინტერესებში. მის ინტერესებში შედის მისი ბიზნესი, ფული და საკუთარი პოლიტიკა, რომელიც უფრო არის დაკავშირებული რუსეთთან, ვიდრე ევროკავშირთან, ვინაიდან ის არ არის ევროპელი, მან არ იცის, რას გულისხმობს ევროპული პოლიტიკა ან რას ნიშნავს დემოკრატია, რას ნიშნავს დემოკრატიულად ქვეყნის მართვა, შესაბამისად, ეს არ შედის მის ინტერესებში საერთოდ - მის ინტერესებშია ძალაუფლება, ფული და ის ფაქტი, რომ საქართველო იყოს რაც შეიძლება ახლოს რუსეთთან.
თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ფორმულას ეთერში, გადაცემაში მარტივი ფორმულა.
ჟურნალისტმა მას ამერიკის ხმის ინფორმაციაზე ჰკითხა, რომლის თანახმადაც, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი უკვე შეიმუშავა.