ღარიბაშვილის ძველი დაპირება ამჯერად კობახიძემ გასცა კიდევ ერთხელ. წინასაარჩევნოდ მთავრობას პარლამენტის ყოფილი შენობა გაახსენდა. ხელისუფლება ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის პირობას სდებს. იმერეთში პარლამენტის გაუქმების შემდეგ მთავრობა წლებია, საზოგადოებას ახალ-ახალ იდეებს აწვდის, მაგრამ არც ერთი არ განუხორციელებია. ხალხის დამოკიდებულება ამჯერადაც სკეპტიკურია. ხელისუფლებას ამ დრომდე არც ფული მოუძიებია.