
ეს ძალიან ემოციურია მთელი გუნდისთვის, "ქართული ოცნების" ლიდერისთვისაც განსაკუთრებით ემოციურია. პიროვნული ურთიერთობები, რა საკვირველია, საქართველოში ყოველთვის დაფასებულია და სერიოზულ კვალს ტოვებს ადამიანების ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში, რასაც თვალყურს ვადევნებთ, მძიმეა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, უგანეს საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდს და იმ პრინციპებს, რაზეც მყარად ვიყავით შეთანხმებულები - არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება და მით უმეტეს, ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე. ეს იყო ჩვენი პრინციპი და ამ პრინციპს დავიცავთ და ამ პრინციპით ვართ მოწინავეთა შორის მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თუკი ამ ბრძოლის დროს გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, ან თანამოაზრე, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა და გარდა ამისა, არის ინდიკატორი იმ პრინციპისა, პოლიტიკისა, რასაც „ქართული ოცნება“ მომავალშიც გაატარებს. არავითარი დანდობა, ვინაიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ეს ყოველივე გაკეთებული და რეალურად ეხება თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს ოჯახებს, ეროვნული უსაფრთხოების თემას. მე პირადადაც არაერთხელ მითქვამს - ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოძიებას საკმაოდ მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა გააჩნია იმისთვის, რათა სასამართლოში ეს საქმე მოიგოს. ეს, ერთი მხრივ, არის გამოვლინება იმ პრინციპის და პოლიტიკისა, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა და დღესაც მყარად იცავს და მომავალშიც მყარად დაიცავს, მაგრამ, მეორე მხრივ, არის ძალიან მძიმე განცდა, პიროვნული, ემოციური, ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ჩვენი გუნდის ლიდერისთვის.
წერს "ოცნების" პარლამენტის დეპუტატი, გიორგი ვოლსკი ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და რომეო მიქაუტაძის სახლებისა და პირად ჩხრეკასთან დაკავშირებით.