რადას თავდაცვის კომიტეტის უფროსი: აშშ-მა უკრაინაში იარაღის გაყიდვა შეაჩერა

რადას თავდაცვის კომიტეტის უფროსი: აშშ-მა უკრაინაში იარაღის გაყიდვა შეაჩერა

უკრაინის პარლამენტის (რადა) თავდაცვის კომიტეტის უფროსმა, რომან კოსტენკომ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიყიდვა შეწყვიტა. მან ამის შესახებ პროექტ თემა მოსეიჩუკთან ეთერში ისაუბრა.

"ჩემი ინფორმაციით, იარაღი, რომელიც გამოდიოდა [აშშ-სგან] გასაყიდად - მიწოდება შეწყდა. ის კომპანიები, რომლებსაც ეს იარაღი უნდა გადაეცათ, ახლა ელოდებიან, რადგან გადაწყვეტილება ჯერ არ არის", - თქვა კოსტენკომ.