ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელის, ადმირალ ტონი რადაკინის განცხადებით, ომის დაწყების დღიდან, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვე რუსეთისთვის სამხედრო დანაკარგის მხრივ ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.
როგორც რადაკინმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის არმიაში ყოველდღიურად, დაახლოებით, 1 500-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა ან იღებდნენ სხვადასხვა ტიპის ჭრილობას.
რადაკინი ამბობს, რომ "უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთი უზარმაზარ ფასს იხდის".
აღსანიშნავია, რომ კრემლი უკრაინის ომში დანაკარგების რიცხვებს არ ასაჯაროებს. უკრაინული მხარის ცნობით, რუსული არმიის დანაკარგი 700 000-ზე მეტ ჯარისკაცს მოიცავს. Wall Street Journal-ის სექტემბრის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე ორივე მხარეს დანაკარგი შეადგენს მილიონზე მეტ ადამიანს. გასულ თვეში, ამერიკის ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ რუსეთმა 600 000-ზე მეტი დანაკარგი განიცა. POLITICO წერს, რომ რუსეთის მსხვერპლის სავარაუდო რაოდენობა 40-ჯერ აღემატება დანაკარგს, რომელიც მან 1980-იან წლებში, ავღანეთში ათწლიანი შეჭრის დროს განიცადა.