რა უთხრა ბოჭორიშვილს ავსტრიელმა მინისტრმა - რეალობა და სამთავრობო ვერსია

რა უთხრა ბოჭორიშვილს ავსტრიელმა მინისტრმა - რეალობა და სამთავრობო ვერსია

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ბეათე მაინლ-რაიზინგერს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, სამინისტროს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ტექსტი, რომელშიც არ არის სრულად გადმოცემული დისკუსიის შემდგომი პრესკონფერენციის შინაარსი და ხაზგასმულია მხოლოდ დადებითი კონტექსტი და გამოტოვებულია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ქართული ოცნების პოლიტიკის კრიტიკა, მათ შორის საგარეო კურსის ცვლილებაზე, არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებსა და მოქალაქეებზე ძალადობაზე.

რა თქვა ბრიფინგზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბეათე მაინლ-რაიზინგერმა:

"კარგ პარტნიორობას შორის, შესაძლებელია ღია და გულწრფელი დისკუსიები. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვქონდა ასევე ბევრი რთული თემა [განსახილველად] დღის წესრიგში. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, საქართველო უკუსვლით წავიდა. ეს როგორც ავსტრიის, ასევე ევროკავშირის პერსპექტივიდან, სამწუხაროა.

ჩვენ ვხედავთ რეფორმების ფონს მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში. ჩვენ ასევე ვხედავთ უკან გადადგმულ ნაბიჯებს, როგორიცაა კანონმდებლობა, რომლის სამიზნეც სამოქალაქო საზოგადოებაა ან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები, რომელიც OSCE/ODIHR-მა დაადგინა. შედეგად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად შეჩერებულია.

მაგრამ, მე ნათლად ვუთხარი ჩემს ქართველ კოლეგას, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, ამაზე პასუხისმგებელ პირებს კი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

ძალადობაზე პასუხად, EU-მა შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი დაფინანსება. ჩვენ ასევე შევაჩერეთ 2024 წელს 30 მილიონი ევროს დახმარება ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებბში და არ განვიხილავთ არანაირ დახმარებას 2025 წლისთვისაც. თუმცა, ევროკავშირი და ავსტრია გააგრძელებენ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. და მოვუწოდებთ პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირებს, დაძლიონ განხეთქილება და პოლარიზაცია.

ვფიქრობ, არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ გააქტიურდეს დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და გაგრძელდეს კომუნიკაცია ევროკავშირთან. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია დღეს გამართული საუბარი. საქართველოში, დიალოგი პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან გადამწყვეტი მნიშვნელობისაა", - თქვა მან.

ავსტრიელმა მინისტრმა პრესკონფერენციაზე რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და გავლენებზეც მიანიშნა.

"უკრაინის წინააღმდეგ განგრძობადი რუსული აგრესიული ომის კონტექსტში, ჩვენ ორივეს გვჭირდება, რომ გავაძლიეროთ მდგრადობა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს მცდელობებს, დააზიანოს ჩვენი ინსტიტუციები და საზოგადოებები და საჭიროა, გავაერთიანოთ ძალები, რათა დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს მცდარი ნარატივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიმართულებით. რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, დაუსჯელად დაარღვიოს საერთაშორისო სამართალი. თუ საერთაშორისო წესრიგი აღარ დაეფუძნება წესებს და იარსებებს მხოლოდ ძალის უპირატესობის ხარჯზე, შედეგები ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის ავსტრია და საქართველო, ძალიან სერიოზული იქნება. ამიტომ, ავსტრია, რაზეც ვისაუბრეთ კიდეც, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს", - თქვა ავსტრიელმა მინისტრმა.

როგორ გააშუქა შეხვედრა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ: